გამოფენა სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში

2013 წლის 15-16 ივლისს, ფონდ "ლაზარეს" ორგანიზებით, წმინდა სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში, სასწავლო სახელოსნოებში სოციალურად დაუცველი მოზარდების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საიუველირო, მინანქრის, ჭედურობისა და ხეზე ნაკვეთი ნამუშევრები, ასევე აკვარელში შესრულებული ნახატები და მოზარდების მიერ შეკერილი ტანსაცმელი. 

სახელობო  პროფესიული სწავლების პროექტს ფონდი ,,ლაზარე“ სააქციო საზოგადოება „თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით 2010 წლიდან ახორციელებს. სასწავლო სახელოსნოებში,  სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა  უსასყიდლოდ ეუფლება ხისა და ფერადი ლითონების დამუშავების ტექნოლოგიას,  მინანქარს, ხატვასა და ჭრა-კერვას.

All for Joomla All for Webmasters