სამშვიდობო ბანაკებში მონაწილე ლიდერებისთვის ტრენინგები ჩატარდა

2013 წლის 9-13 აპრილს, ბორჯომში, სასტუმრო ,, ბორჯომის ხეობაში“, ფონდ ,,ლაზარეს“ და სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიუნიკის“ ორგანიზებით პროექტის- „სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის“- ფარგლებში მონაწილე ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგი ლიდერობაში, არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის  "მზიანი სახლის“ ტრენერის ნინა გოგოლაძის მიერ.

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებში ლიდერობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამოვლენა-განვითარება. ხოლო 6-11 ივნისს, მორიგი ტრენინგი ჩატარდა  კონფლიქტების ტრანსფორმაციაში. ხუთი დღის განმავლობაში  მონაწილეები   უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ტრენინგის შემეცნებით პროცესში. ახალგაზრდა ლიდერებმა  მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მართონ კონფლიქტური სიტუაცია სწორად, ისე, რომ იგი პოზიტიური ცვლილებების სტიმულიც კი  გახდეს. ასევე,  თუ რა უწყობს ხელს მის გამძაფრებას სხვადასხვა სიტუაციებში და  რა უზრუნველყოფს  კონფლიქტური სიტუაციების დამშვიდებას, რა ტიპის ქცევების განხორციელებაა ეფექტური ამ დროს  და არსებობს თუ არა ერთი, უნივერსალური  სტრატეგია კონფლიქტის მოგვარებისა და მართვისათვის. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები უკეთ შეძლებენ საკუთარი ემოციების მართვას, საკუთარი ინტერესების დაცვას დაპირისპირებული მხარის ინტერესების შელახვის გარეშე და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების შემუშავებას.

All for Joomla All for Webmasters