ტრეინინგი „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა“

საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ ტრეინინგთა ციკლში „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებს იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებიდან. ტრეინინგი იმართება პროექტის „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ - ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ლაზარე“ 2019 წლიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და მიზნად ისახავსხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას ქვეყანაში ახალგაზრდებში ტოლერანტობის და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივების საშუალებით.

ტრეინინგის მიზანია პედაგოგებს გააცნოს სამშვიდობო განათლება - როგორ შევუწყოთ ხელი მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბებას, როგორ შეიძლება მშვიდობა და მშვიდობის მშენებლობა იყოს გამჭოლი საკითხი და კომპეტენცია სასკოლო სივრცეში და რატომ გვჭირდება სამშვიდობო განათლება. ტრეინინგი დაეხმარება მონაწილეებს მიიღონ ინფორმაცია და ასევე, პრაქტიკული უნარები, მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებითაც შეძლებენ სამშვიდობო განათლების ხელშეწყობას.

ტრეინინგები გაიმართება ორ ნაწილად:

  • ციფრული უნარები და ტექნოლოგიები - ელექტრონული სწავლების მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში; სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოების გაცნობა/შესწავლა; მიღებული ცოდნის მოსწავლეებისთვის გაზიარება; ციფრული მოქალაქის ძირითადი ცნებების დაცვა.
  • პერიოდი: 2023 წლის 9-11 ივნისი;

ხანგრძლივობა: 3 დღე - დღეში 3 საგანმანათლებლო საათი (სავარაუდო დრო 18:00 – 21:00)

ჩატარების ადგილი: ონლაინ.

  • სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა; სამშვიდობო ინიციატივების დიზაინი და მათი განხორციელება: სტერეოტიპები და ტოლერანტობა, მიმღებლობასასწავლოგარემოში, კონფლიქტისტრანსფორმაციისმიდგომები, ადამიანის უფლებები, მშვიდობის მშენებლობა, პოზიტიური სწავლება და სამშვიდობო განათლების ინსტრუმენტები. სამშვიდობო ინიციატივის იდეის დამუშავება, განაცხადის მომზადება, მიზნების, ამოცანების, აღწერის, ბენეფიციარებისა და სხვა საკითხების მომზადება, ინიციატივის განხორციელება.

პერიოდი: 2023 წლის 23-27ივნისი.

ხანგრძლივობა: 4 სრული სამუშაო დღე.

ჩატარების ადგილი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

ტრენინგებში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია: https://forms.gle/sJkhn736x5SLVtq69

მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგი უნდა მუშაობდეს იმერეთის, სამეგრელოს, ან გურიის რეგიონში;
  • შეძლოს სრულად დაესწროს ორივე ტრეინინგს;
  • მოტივაცია გაიგოს მეტი სამშვიდობო განათლების შესახებ და გახდეს პროცესის ხელშემწყობი;
  • მონაწილე პედაგოგის პროფილი შეიძლება იყოს ნებისმიერი, თუმცა პრიორიტეტი ენიჭებათ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მასწავლებლებს.

ტრეინიგებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (ტრანსპორტირება, კვება, განთავსება) სრულად ფარავს ფონდი „ლაზარე“.

დამატებითი ინფორმაციისთვისა და კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან 577661970.

All for Joomla All for Webmasters