• მთავარი
  • სიახლეები
  • სასულიერო პირთა შეხვედრა კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის თემაზე

სასულიერო პირთა შეხვედრა კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის თემაზე

მიმდინარე წლის 3–4 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ ორგანიზებით, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს  მართლმადიდებელი,  სომხური სამოციქულო ეკლესიისა და  მუსლიმური თემის  წარმომადგენელ სასულიერო პირთა შეხვედრა. ღონისძიებაზე განხილულ იქნა საკითხები კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით, როგორც ეროვნულ, ასევე სათემო დონეზე.  გაიმართა მსჯელობა რელიგიის და სასულიერო პირთა როლზე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. 
პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, მონაწილეები ურთიერთთანამშრომლობით განახორციელებენ  სათემო სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც ითვალისწინებს  საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა შორის მიმღებლობის გაზრდას, გაუცხოების შემცირებას, შემწყნარებლობას და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობას.
აქტივობა განხორციელდა პროექტის, – „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ – ფარგლებში, რომელიც  შვეიცარიული საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ისა და საქართველოს საპატრიარქოს  მხარდაჭერით უკვე 15 წელია წარმატებით მიმდინარეობს და ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება-განმტკიცების პროცესში  ქართველი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების  აქტიურ ჩართვას. 
 
 
 
 
 
 
All for Joomla All for Webmasters