მიკრო პროექტი - "ჯანსაღი მომავალი ახალგაზრდებისთვის”

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული მორიგი მიკრო პროექტი - "ჯანსაღი მომავალი ახალგაზრდებისთვის” კლუბის მწვრთნელების საინიციატივო ჯგუფმა (უჩა მალაზონია, მერაბ კოპალიანი, ტუხა ტუღუში, თაზო მჟავანაძე, მიშა თედორაძე, გიორგი ზოიძე) განახორციელა. 

მიკრო პროექტის თანახმად ქობულეთის, "ბომბორას" სახელობის საფეხბურთო აკადემიასთან არსებულ საფეხბურთო კლუბ "ლომების" წევრებისთვის, სულ 16 მოზარდისთვის, შეიქმნა საფეხბურთო ფორმები პროექტის ლოგოთი და წარწერით "ახალგაზრდები მშვიდობისათვის", რის შემდეგაც გაიმართა საფეხბურთო მატჩი.

მიკრო პროექის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია.

All for Joomla All for Webmasters