ჩატარდა მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული მორიგი მიკრო პროექტი

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული მიკრო პროექტი -"მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლების გაძლიერება" განხორციელდა, რომლის აქტიური ფაზა 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა სამმა სკოლამ მიიღო: სოფელ საგურამოს საჯარო სკოლა, სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლა და სოფელ ძეგვის საჯარო სკოლა.მიკრო პროექტის მიმდინარეობისას გაიმართა სამუშაო შეხვედრები ქოუჩინგის მიმართულებით სკოლის მასწავლებლებთან და ტრენინგები კონფლიქტის ტრანსფორმაციაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან (7-11 კლასი, ჯამში 37 მოსწავლე).

ტრენინგებზე მოსწავლეებმა შეარჩიეს მათ გარშემო არსებული პრობლემები, რომლებზეც იმუშავებდნენ მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით, დაგეგმეს მცირე პროექტები, რომლებშიც მათ ქოუჩინგს მასწავლებლები გაუწევდნენ.

მოზარდებმა პროექტების განხორციელებაზე ერთი თვის მანძილზე იმუშავეს. ერთობლივი ძალებით განახორციელეს სხვადასხვა აქციები, რის შესახებაც პრეზენტაციები წარადგინეს დასკვნით ონლაინ კონფერენციაზე.

All for Joomla All for Webmasters