პროექტის ფარგლებში კულინარიული ფესტივალი ჩატარდა

საქველმოქმედიო ფონდ "ლაზარეს" პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ -ფარგლებში  ორგანიზებული მასწავლებლების ტრეინინგის - "როგორ დავნერგოთ სამშვიდობო განათლება სასწავლო დაწესებულებაში" -  მონაწილე პედაგოგებმა სკოლებში სხვადასხვა ინიციატივები განახორციელეს. 

2021 წლის 16 ნოემბერს, ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში მოსწავლეებმა კულინარიული ფესტივალი გამართეს, სადაც საკუთარი ხელით მომზადებული მრავალფეროვანი კერძების ასორტიმენტი წარმოადგინეს. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაესინჯა და შეეფასებინა მოსწავლეთა შემოქმედება.

აღნიშნული ღონისძიება  ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მთელი სკოლისთვის. 

All for Joomla All for Webmasters