ახალგაზრდული ტრენინგი ქართველი და ოსი მოზარდებისთვის

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის - ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” - ფარგლებში, 12-21 აგვისტოს ქართველი და ოსი მოზარდებისთვის ჩატარდა  ახალგაზრდული ტრენინგი შემდეგ თემებზე: ლიდერობა და ფასილიტაცია, კონფლიქტის ტრანსფორმაცია და მედია წიგნიერება, რომელშიც მონაწილეობდნენ 16-18 წლის ახალგაზრდები თბილისიდან და ვლადიკავკაზიდან.

ტრენინგი შემეცნებითთან ერთად სახალისოც იყო და ხელს უწყობდა მათ შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თავისუფალ დროს ახალგაზრდები უთმობდნენ სპორტულ ღონისძიებებს, აწყობდნენ კულტურულ და კულინარიულ საღამოებს.

პროექტი ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

ტრენინგი  ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დადგენილი ყველა კოვიდ-რეგულაციის გათვალისწინებით გაიმართა. პროექტის თანამშრომლებს, მონაწილეებსა და ტრენერებს დასწრებამდე ჩაუტარდათ PCR ტესტირება კოვიდზე.

x      x4

x6       x2

x5       x1

All for Joomla All for Webmasters