• მთავარი
  • სიახლეები
  • საგრანტო კონკურსი სამშვიდობო თემაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე

საგრანტო კონკურსი სამშვიდობო თემაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ აცხადებს საგრანტო კონკურსს სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ სურვილი თავიანთი წვლილი შეიტანონ კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პროცესში.

      კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  1.  სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი პროექტის იდეის აღწერის გამოგზავნა (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
  2.  საუკეთესო იდეების გამოვლენა;
  3. ტრენინგის ჩატარება საუკეთესო იდეების ავტორებისთვის თემაზე: „პროექტის დიზაინი და განაცხადის მომზადება“;
  4. საპროექტო განაცხადის ჩაბარება;
  5. საუკეთესო პროექტების შერჩევა და დაფინანსება;

მსურველებმა საპროექტო იდეები უნდა გამოაგზავნონ 2018 წლის 20 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.m

All for Joomla All for Webmasters