• მთავარი
  • სიახლეები
  • ტრენინგი ლიდერობასა და ფასილიტაციაში ახალგაზარდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილე ლიდერებისთვის

ტრენინგი ლიდერობასა და ფასილიტაციაში ახალგაზარდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილე ლიდერებისთვის

2018 წლის 7ივნისიდან 13 ივნისამდე, პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ქობულეთში, ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში  მონაწილე ლიდერებისთვის ჩატარდა ტრენინგი ლიდერობასა და ფასილიტაციაში.

ტრენინგ კურსი ითვალისწინებდა სწავლების სხვადასხვა ასპექტებსა და მიდგომებს, რომელიც დაფუძნებული იყო არაფორმალური განათლების ფორმებზე, როგორიცაა: შემოქმედებითი ძიება, ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და ფორუმის თეატრის მეთოდოლოგია, ჯგუფური მუშაობა და დისკუსიები, როლური თამაშები, პლენარული განხილვები, გამოცდილების გაზიარება, სწავლა კეთებით და ა.შ.

ტრენინგი ლიდერობაში მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო ახალგაზრდებისთვის გამოევლინათ და განევითარებინათ ლიდერისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები;   შედეგად მათ მიიღეს საბაზო ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობებისა და შეხედულებების გაანალიზება.

200

201

202

All for Joomla All for Webmasters