,,ფერმერთა სკოლამ“ გამოსცა ახალი სახელმძღვანელო მეხილეობაში

2017 წელს, საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს” პროექტის -„ფერმერთა სკოლა სართიჭალაში“-ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო მეხილეობაში, რომლის ავტორები არიან ელენე მაღლაკელიძე და ზვიად ბობოქაშვილი.

წიგნი განკუთვნილია პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის, რომელიც დაეხმარება აგრარული მიმართულების სტუდენტებსა და მეხილეობის დარგით დაინტერესებულ პირებს მიიღონ ცოდნა ზოგად თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში. აღნიშნული სახელმძღვანელო გაყოფილია ორი ნაწილად - მეხილეობის ზოგადი და სპეციალური ნაწილი, შედგება 7 თავისგან. ზოგადი ნაწილი მოიცავს ექვს თავს, მასში განხილულია მეხილეობის ბიოლოგიური საფუძვლები, ხეხილის ნერგის წარმოება, ბაღის გაშენება და ხილის წარმოების ტექნოლოგია. სპეციალური ნაწილი კი შედგება ერთი თავისგან, რომელშიც მოცემულია, საქართველოში, სამრეწველო დანიშნულების ცამეტი ხეხილ-კენკროვანი კულტურის ბიოლოგიური და აგრო ტექნოლოგიური დახასიათება.

All for Joomla All for Webmasters