• მთავარი
  • სიახლეები
  • ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ნინოწმინდის პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლას“ ესტუმრა

ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ნინოწმინდის პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლას“ ესტუმრა

2016 წლის 17 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლას“ ნინოწმინდაში, ისრაელის სახელმწიფოს  საგანგებო  და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იუვალ ფუქსი ესტუმრა მეუღლესთან ერთად. შეხვედრა გაცნობით ხასიათის იყო,

რომელსაც  ფონდის  გენერალური დირექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდა.  ელჩმა მოისმინა ინფორმაცია პროფესიული  კოლეჯის შექმნისა და მისი წარმატებული საქმიანობის შესახებ, ასევე დაათვალიერა  ,,ფერმერთა სკოლის“ ინფრასტრუქტურა და მეურნეობა. ისრაელის საელჩოსა და "მაშავის" გადაწყვეტილებით, „ფერმერთა სკოლას“ ხეხილის ბაღის მოსაწყობად მიკროგრანტი გადაეცემა.

All for Joomla All for Webmasters