სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში ფონდი ,,ლაზარე“ მოსახლეობას შეხვდა

2016 წლის 4 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში,  საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ  ,,ლაზარეს“  წარმომადგენლებმა  ადგილობრივ მოსახლეობასთან  შეხვედრა გაიმართეს, რომლებმაც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს  თავიანთი  სამომავლი გეგმები და ხედვები გააცნეს.   ფონდს ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული აქვს ერთი პროექტი, რომლის შედეგად  საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში დაარსდა პროფესიული კოლეჯი-,,ფერმერთა სკოლა“.

ახალ პროექტს ფონდი ,,ლაზარე“ სოფ. სართიჭალაში მოიაზრებს.  სოფლის მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ ფონდი  მომავალ პროექტში გაითვალისწინებს მათ აზრს და ინტერესს. შეხვედრაზე  მოსულმა სოფლის  მაცხოვრებლებმა  ისაუბრეს აგრარულ  სექტორში არსებულ სხვადასხვა  პრობლემებზე, რომ  ქვეყანაში ხანგრძლივად  სიღარიბის  მაღალი დონის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ სოფლის მეურნეობის დაბალი განვითარებაა. ერთ-ერთი მტკივნეული თემა, რაც  შეკრებილმა მოსახლეობამ   აღნიშნა, აღმოჩნდა  არასაკმარისი განათლება  სოფლის მეურნეობის სფეროში. ხშირად  მათ შეიძლება არც იცოდნენ რა უპირატესობა აქვს ერთ პროდუქტს მეორესთან შედარებით, მაგრამ მაშინაც კი, როცა მაღალხარისხიან პროდუქტს მოგების მოტანა შეუძლია,  არ იციან როგორ გამოიყენონ მოცემული პროდუქტი მოგების უზრუნველსაყოფად. მაგალითად, გლეხმა  შეიძლება იცოდეს, რომ მას სასუქი სჭირდება, მაგრამ შეიძლება არ იცოდეს რომელი სასუქი სჭირდება და როგორ გამოიყენოს იგი. ამის შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ მაღალხარისხიანი პროდუქტიდან მიიღონ მოგება, ხშირად ამ მოგების რეალიზება  საერთოდ არ ხდება. შეხვედრაზე სოფლის მაცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ისეთი  საირიგაციო სისტემების თანდათანობით განვითარება და დანერგვა, როგორიცაა, მაგ. წვეთოვანი  სისტემა, რომელსაც შეუძლია  მნიშვნელოვნად აამაღლოს მიწის ნაყოფიერება. გამოთქვეს ინტერესი მეხილეობის დარგში დაბალ-მოზარდი ჯიშების შპალებზე  დარგვის შესახებ;  ასევე გამოთქვეს სურვილი ბოსტნის კულტურებისა  და ჩითილების გამოყვანის  ახალი ტექნოლოგის   გაცნობა-დანერგვისა; მათი აზრით,  კარგი  იქნებოდა   სოფელში მეფუტკრეობის განვითარება და ხელშეწყობა, სადაც კვლავ გამოიკვეთა არასაკმარისი ცოდნა -უნარების არსებობა, ფონდის წარმომადგენლებმა  შეხვედრაზე ხაზგასმით განაცხადეს, რომ პროექტის ძირითადი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის პროფესიული გადამზადება  სოფლის მეურნეობის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით: მებოსტნეობა, მეფუტკრეობასა და მესაქონლეობაში, ასევე, საბაზისო დონეზე მარკეტინგისა და მენეჯმენტის საფუძვლები შესწავლა, რაც დაეხმარება მათ  ბიზნეს დაგეგმარებაში. განიხილეს, რომ აუცილებელია  მცირე კოოპერატიული მეურნეობების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება:  მაგ. ტექნიკური დახმარება , რაც ითვალისწინებს სასოფლო–სამეურნეო ინვენტარს,  რათა მოხდეს პროდუქციის ზრდა, შესაძლებელი გახდეს მოცულობიდან  მეტი  სარგებლის მიღება და გაადვილდეს ბაზრებზე გასვლა (მაგ. გაუმჯობესებული სათესლე მასალა, ტექნიკა, საწყობები და ა.შ.). შეხვედრაზე  ისაუბრეს ვეტერინარულ მომსახურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ,  რომ სოფლად, ზოგადად, ცუდად ესმით ცხოველთა დაავადებების საკითხი: არ აქვთ საიმედო ინფორმაცია და არ ღებულობენ კოსულტაციებს. ამის შედეგად  ვერ  ხერხდება მესაქონლეობის  დარგის პერსპექტიული განვითარება. დასასრულს აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებას ძალზე დადებითი სოციალური შედეგებიც მოყვება,  რაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია  ქვეყნის მომავალისთვის.  

All for Joomla All for Webmasters