ახალგაზრდული ქსელის შეხვედრა ლიდერთა კლუბთან

2015 წლის 26 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში, ფონდ „ლაზარეს“ პროექტის -„ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“- ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული ქსელისა და პედაგოგთა კავშირის - „განათლება და სამყაროს“- ბაზაზე არსებული ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე, ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, გაეცნენ ერთმანეთის საქმიანობას; მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო ტრენინგ-სესიაში: „მშვიდობის კულტურა“, დასახეს სამომავლო გეგმები.


შეხვედრის ბოლოს, „ლაზარესა“ და პედაგოგთა კავშირ „განათლება და სამყაროს“ ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

All for Joomla All for Webmasters