• მთავარი
  • სიახლეები
  • პროექტის –,, ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში გაიმართა კონფერენცია და გამოფენა მშვიდობის ხიდზე

პროექტის –,, ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში გაიმართა კონფერენცია და გამოფენა მშვიდობის ხიდზე

2015 წლის 19 დეკემბერს,  სასტუმრო ,,ამბასადორში“ , ფონდ ,, ლაზარეს“ პროექტის  –,, ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში ა(ა)იპ მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია - "ახალგაზრდების ჩართულობა მშვიდობის  მშენებლობის პროცესში - არსებული  ვითარება  და გამოწვევები ".

შეხვედრა მიზნად ისახავდა რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვას და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების, მედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობის გაზრდას.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც იმსჯელეს კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით  უკვე გადადგმულ  ნაბიჯებსა და არსებულ ვითარებაზე; ზემოქმედების მექანიზმებზე, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საშუალებებსა და შესაძლო პრაქტიკული მიდგომების ჩამოყალიბებაზე. ამავე დღეს, მშვიდობის ხიდზე გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტში მონაწილე ქართველი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სომეხი  ახალგაზრდების მიერ  სამშვიდობო თემატიკაზე შემნილი ნახატები.

All for Joomla All for Webmasters