• მთავარი
  • სიახლეები
  • პროექტის -,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ -ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება ქუთაისში

პროექტის -,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ -ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება ქუთაისში

2015 წლის 31 ოქტომბერს, ფონდ ,,ლაზარეს“  პროექტის - ,, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში, მორიგი გასვლითი ღონისძიება გაიმართა. წმ.ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის გიმნაზიის უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის  საინტერსო  აღმოჩნდა  მოწამეთას,  გელათის სამონასტრო კომპლექსისა  და  ბაგრატის ტაძრის მონახულება. მოზარდები  გაეცნენ ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორიას, მათი განვითარების ეტაპებსა და მნიშვნელობას. 

პროექტის მიზანია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  ერთდღიანი ვიზიტების (ექსკურსიების) მოწყობით, სკოლის მოსწავლეებმა არაფორმალურ გარემოში აიმაღლონ ცოდნა, განივითარონ უნარ-ჩვევები, გამოიმუშაონ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება, რეალურ გარემოში დააკვირდნენ ვითარებას და გაეცნონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ თავისებურებებს. ,, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ პროექტს ფონდი სს ,,თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დასრულდება.

All for Joomla All for Webmasters