• მთავარი

მშვიდობის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში

2014 წლის 29 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა ,,ლაზარემ“, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „სიუნიკთან“  და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად პროექტის - „საერთაშორისო სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში”-ფარგლებში, მოაწყო სამშვიდობო ბანაკებში მონაწილე ახალგაზრდების მიერ მშვიდობის თემაზე შექმნილი  ნახატების გამოფენა.

ვრცლად

ექსკურსია მცხეთაში სამშვიდობო ბანაკების პროექტში მონაწილე მოზარდებისთვის

2014 წლის16 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის  - ,,საერთაშორისო სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის“ - ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის მოეწყო ექსკურსია მცხეთაში.

ვრცლად

სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში საერო სკოლა ,,ოპიზაში“ სემინარი ჩატარდა

პროექტის -,,საერთაშორისო  სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, ფონდი,, ლაზარე“  აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სხვადასხვა  სკოლებთან. 2014 წლის 12 ოქტომბერს, საერო სკოლა ,,ოპიზაში“  გაიმართა სემინარი- ,,კონფლიქტები და სტერეოტიპები“. შეხვედრაზე მოზარდებმა აღნიშნეს, რომ  სტერეოტიპი არის საზოგადოებაში გავრცელებული აზრი გარკვეული სოციალური ჯგუფის,

ვრცლად

,,ფერმერთა სკოლამ“პირველი მოსავალი წმ. გიორგის კარის ეკლესიასთან მდებარე უპოვართა სახლს გადასცა

2014 წლის გაზაფხულიდან,  ფონდმა „ლაზარემ,“ შვეიცარული ორგანიზაცია HEKS_EPER–ის ფინანსური მხარდაჭერით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაარსა ,,ფერმერთა სკოლა.“ პროექტის მიხედვით ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა და გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც მათ დაეხმარებათ აწარმოონ მომგებიანი პროდუქცია შემოსავლების გაზრდის მიზნით. 

ვრცლად

საერთაშორისო სამშვიდობო ბანაკების პროექტი ახალდაბაში

2014 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა ,, ლაზარემ“, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიუნიკთან“ და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად კვლავ განახორციელა პროექტი: ,, საერთაშორისო სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის“.

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters