• მთავარი

მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზში

2015 წლის 8 დეკემბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ფონდ "ლაზარეს" სახელობო-პროფესიული სწავლების პროექტში მონაწილე მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სასწავლო სახელოსნოებში დამზადებული საიუველირო ნაწარმი, მინანქარი, ჭედურობა, ხეზე ნაკვეთი ნივთები, ტანსაცმელი, ფარდაგები, თექის ნაწარმი და ა.შ.

ვრცლად

პროექტის-,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“-ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება კახეთში

2015 წლის 5 დეკემბერს,ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის -,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში, კახეთის რეგიონში მორიგი გასვლითი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახურ მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის უფროსი კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლე წინანდალში, ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი და ალავერდის ტაძარი.

ვრცლად

მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ბორჯომში, სამშვიდობო კონცერტი გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“   პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში გამოცხადებული  საგრანტო კონკურსის ერთ-ერთმა  გამარჯვებულმა გიორგი ოგანესიანმა საკუთარი პროექტი, რომელიც  მშვიდობის თემას მიუძღვნა - ქალაქ ბორჯომში კონცერტის ორგანიზებით  განახორციელა.

ვრცლად

ფონდი ,,ლაზარე“ საერთაშორისო საქველმოქმედო გამოფენაზე ვენაში

27-28 ნოემბერს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, ყოველწლიური, რიგით 47-ე გაეროს ქალთა გილდიის საერთაშორისო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა ("UNWG International Festival Charity Bazaar 2015"), რომელშიც  ავსტრიის ქართული სახლის მიწვევით იმყოფებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე"  და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული კოლეჯი.

ვრცლად

მიკრო პროექტი -,,იყავით მშვიდობის ელჩები!“- სიღნაღის რაიონში

ფონდ ,,ლაზარეს“   პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში გამოცხადებული მცირე  საგრანტო კონკურსის ერთ-ერთმა  გამარჯვებულმა სოფო ბაბალაშვილმა სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი მცირემასშტაბიანი  პროექტი -,,იყავით მშვიდობის ელჩები!“-განახორციელა. პროექტის მიხედვით, სიღნაღის რაიონის,  სოფელ ანაგის საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters