• მთავარი

ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ნინოწმინდის პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლას“ ესტუმრა

2016 წლის 17 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლას“ ნინოწმინდაში, ისრაელის სახელმწიფოს  საგანგებო  და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იუვალ ფუქსი ესტუმრა მეუღლესთან ერთად. შეხვედრა გაცნობით ხასიათის იყო,

ვრცლად

,,ფერმერთა სკოლა“ წარმატებული პროექტია“- HEKS/EPER-ის წარმომადგენლების განცხადება

2016 წლის 11 მარტს, საგარეჯოში, სოფელ ნინოწმინდის პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლას  ’’ ეწვია დონორი ორგანიზაცია  HEKS-EPER-ი. სტუმრებმა  დაათვალიერეს  დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გაეცნენ პროექტის მიღწევებს .შეხვედრის დასასრულს,

ვრცლად

სამუშაო შეხვედრა პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ -მონაწილე ორგანიზაციებს შორის

2016 წლის 5-6 მარტს,მცხეთაში,  პროექტის- ,,ახალგაზრდები  მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“-ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა,  რომელსაც  პარტნიორი ორგანიზაციები (საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“,  მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელი, სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიუნიკი“ და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი ), HEKS/EPER-ის წარმომადგენლები  და ტრენერები ესწრებოდნენ.

ვრცლად

სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში ფონდი ,,ლაზარე“ მოსახლეობას შეხვდა

2016 წლის 4 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში,  საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ  ,,ლაზარეს“  წარმომადგენლებმა  ადგილობრივ მოსახლეობასთან  შეხვედრა გაიმართეს, რომლებმაც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს  თავიანთი  სამომავლი გეგმები და ხედვები გააცნეს.   ფონდს ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული აქვს ერთი პროექტი, რომლის შედეგად  საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში დაარსდა პროფესიული კოლეჯი-,,ფერმერთა სკოლა“.

ვრცლად

ფლეშმობი იუსტიციის სახლში

2015 წლის 29 დეკემბერს, ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის –,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“- ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული ქსელის ორგანიზებით, თბილისის იუსტიციის სახლში, ანსამბლ ,,რუსთაველების“ მოცეკვავეებმა ფლეშ-მობი მოაწყვეს.

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters