• მთავარი
  • არქივი
  • პროექტი- „დაუცველი ფენების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრირება სახელობო სწავლებითა და განათლებით “ – HEKS_EPER-ის დაფინანსებით გრძელდება

პროექტი- „დაუცველი ფენების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრირება სახელობო სწავლებითა და განათლებით “ – HEKS_EPER-ის დაფინანსებით გრძელდება

2007 წლის სექტემბრიდან, ფონდი ,,ლაზარე“, შვეიცარული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის დაფინანსებით, აგრძელებს სამწლიან პროექტს სახელწოდებით „დაუცველი ფენების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრირება სახელობო სწავლებითა და განათლებით“. მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შენობაში მოეწყო სასწავლო სახელოსნო, რომელიც აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარითა და მასალით სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.

პროექტის ფარგლებში, მოზარდები (მზრუნველობას მოკლებული, დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლები) უსასყიდლოდ შეისწავლიან ხისა და ფერადი ლითონების დამუშავების ტექნოლოგიებს, თვითდასაქმებისთვის კი მოეწყობა კერძო სახელოსნოები და ჩატარდება ბიზნეს -ტრენინგები.

All for Joomla All for Webmasters