• მთავარი
  • პროექტი ,,მოინახულე შენი სამშობლო“

პროექტი ,,მოინახულე შენი სამშობლო“

2022 წლის შემოდგომიდან, ფონდმა  ,,ლაზარემ” სს თელასის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი სახელწოდებით:  ,,მოინახულე შენი სამშობლო“, რომელშიც მონაწილეობდა  საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია და  წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა. პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთდღიანი ვიზიტების მოწყობით, ექსკურსიებს უფრო მეტი ფუნქცია მივანიჭოთ და  ის განვიხილოთ როგორც კარგად დაგეგმილი სასწავლო ღონისძიება, რომელსაც უბრალოდ გასართობ-სალაღობო დატვირთვა  არ აქვს,  არამედ მისი საშუალებით სკოლის მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში აიმაღლონ ცოდნა, განივითარონ უნარ-ჩვევები, გამოიმუშაონ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება, რეალურ გარემოში დააკვირდნენ ვითარებას და გაეცნონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

ფონდმა ,,ლაზარემ“  სკოლების ადმინისტრაციის  წარმომადგნლებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეგულაციების სრული დაცვით შეიმუშავა საექსკურსიო მარშრუტი. თითოეული  ვიზიტისთვის გამოიყო შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, სამედიცინო პერსონალი და კვალიფიციური გიდი;  შეძენილ იქნა საკვები და  პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტები.

ექსკურსიის წინ დაიგეგმა  რამდენიმე საგნის ღია გაკვეთილი   (ქართული, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება),  რომ სწავლა-სწვლების   პროცესი უფრო მრავალმხრივი და საინტერესო  ყოფილიყო. სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიებამდე პედაგოგები   მოსწავლეებს აცნობდნენ ექსკურსიის მიმართულებას, მიზანს, აგრეთვე იმას თუ რა სასწავლო თემატიკას ეხმიანებოდა ღონისძიება; წინასწარ იყო განსაზღვრული ვიზიტის დროს ჩასატარებელი აქტივობები, მსვლელობისას მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ როგორც გიდს, ასევე პედაგოგს, მსჯელობდნენ მიღებული ცოდნის შესახებ  და საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ  ერთმანეთს.  

 პროექტის ფარგლებში  სულ ჩატარდა ხუთი გასვლითი ღონისძიება შემდეგ ძეგლებსა და ღირსშესანიშნავ ადგილებში:

  •  ისტორიული მუზეუმი - თელავი
  •  ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი - ყვარელი
  •  საქართველოს ეროვნული ბანკის მუზეუმი - ყვარელი
  •  მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი - ყვარელი
  •  იაკობ-  გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი - ვარიანი
  •  ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი - წინანდალი
  •  შინდისის გმირების მემორიალი
  •  სამთავისის ტაძარი
  •  ალავერდის ტაძარი
  •  იყალთოს ტაძარი
  •  უჯარმის ციხე
  •  გორის ციხე
  •  უფლისციხე
All for Joomla All for Webmasters