• მთავარი
  • ინიციატივა ,,ომით გამოწვეული კლიმატის ცვლილება

ინიციატივა ,,ომით გამოწვეული კლიმატის ცვლილება

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) - ფარგლებში გამოცხადებული პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა შპს ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის, ახალკახათისა და ახალაბასთუმნის საჯარო სკოლების პედაგოგებმა ძალიან საინტერესო ინიციატივა განახორციელეს. აღნიშნული სკოლების მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ომით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელიც გაუზიარეს თავიანთ სკოლებში მე-5 და მე-9 კლასის მოსწავლეებს, რათა აემაღლებინათ ცნობიერების დონე და მოახდინეს პროვოცირება ახალგაზრდებში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

შემდგომ ეტაპზე, შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა და მოწვეულმა ტრენერმა -ქეთევან ლატარიამ ტრენინგ ცენტრ „მეგობარში“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ჩაატარა სემინარი თემაზე „ომით გამოწვეული კლიმატის ცვლილება“, რომელსაც დაესწრო 30 ახალგაზრდა. შეხვედრაზე ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა კლიმატის ცვლილებების შესახებ; მათ ასევე დასვეს შეკითხვები აღნიშნულ აკითხთან დაკავშირებით და დასახეს სამომავლო გეგმები პრევენციის მიზნით.

საბოლოო ეტაპზე კი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართა ვიქტორინა, რის საფუძველზეც შეაჯამეს ტრენინგ/სემინარიდან მიღებული ცოდნა. მოსწავლეების დაყოფა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პლატფორმა „ჯეოპარდის“ საშუალებით. პროექტში მონაწილე მასწავლებლები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა ტრენინგ სემინარიდან მიღებული ცოდნით გადაიღეს საინფორმაციო ვიდეო რგოლი ზუგდიდის მუნიპალიტეტის სოფელ ჭკადუაში, კერძოდ „chateau CHKADUASI” -შატო დე ჭკადუაში , სადაც მოუწოდებენ თანატოლებს კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ.

 

All for Joomla All for Webmasters