• მთავარი
  • ინიციატივა - „ტოლერანტობა მშვიდობიანი ცხოვრების საწინდარი“

ინიციატივა - „ტოლერანტობა მშვიდობიანი ცხოვრების საწინდარი“

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) - ფარგლებში გამოცხადებული პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ოძისის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა, მოსწავლეებთან ერთად წარმატებით განახორციელეს ინიციატივა - „ტოლერანტობა მშვიდობიანი ცხოვრების საწინდარი“. პირველ ეტაპზე, ოძისის საჯარო სკოლაში მოხდა მოსწავლეთა ინფორმირება პროექტის შესახებ და კითხვარის საფუძველზე გამოვლინდნენ მონაწილეობის მსურველები.

შემდეგ ეტაპზე, ოძისის სკოლის მოსწავლეები და პროექტში ჩართული მასწავლებლები ესტუმრნენ ციხისძირისა და ქანდის საჯარო სკოლებს, რომელშიც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეები სწავლობენ, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელები და ასურელები. გაიცნეს მათი კულტურა, რელიგია, ხალხში შემორჩენილი ტრადიციები. გამოკითხვის საშუალებით შეირჩნენ ნაკლებად ინფორმირებული მოსწავლეები ქართული რელიგიის, კულტურის, წეს-ჩვეულებების შესახებ, რომლებიც მოწვეულნი იქნენ პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე.

საბოლოო ეტაპზე კი მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს ღონისძიება, ოძისის სკოლამ წარმოადგინა ქართული ცეკვა, ქანდის სკოლამ - საკუთარი ეროვნული ცეკვა. ასევე ინიციატივაში მონაწილე სკოლებმა მოამზადეს ეროვნული კერძები. გაიმართა პრეზენტაცია და ჩატარდა მინი ლექცია „საქართველო კულტურათა გზაჯვარედინზე.“

 

All for Joomla All for Webmasters