• მთავარი
  • საზაფხულო ბანაკი ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის

საზაფხულო ბანაკი ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე" საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აგრძელებს პროექტის, - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა," - ახალი ფაზის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობის განხორციელებას. 2022 წლის 3-11 აგვისტოს ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ახალგაზრდული გაცვლა (საზაფხულო ბანაკი), რომელიც მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს კეთილგანწყობა და მეგობრული ურთიერთობა ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის, ხელი შეუწყოს ერთმანეთის კულტურის გაცნობა–გაზიარებას და საფუძველი დაუდოს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.

საზაფხულო ბანაკში მოზარდები ჩართულები იყვნენ ისეთ აქტივობებში როგორიცაა, სესიები ფასილიტაციაში, მედიაციასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციაში, არაფორმალური განათლების თამაშებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.

2019 წლიდან დღემდე პროექტში მონაწილობა მიიღო 150–ზე მეტმა ქართველმა და ვლადიკავკაზში მცხოვრებმა ოსმა ახალგაზრდამ, რომლებმაც ახლო მეგობრობის მრავალი წარმატებული მაგალითი გვიჩვენეს.

პროექტის ფარგლებში, წლის ბოლომდე, დაგეგმილია მრავალი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება.

All for Joomla All for Webmasters