• მთავარი
  • ტრენინგი ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის

ტრენინგი ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის

ფონდი "ლაზარე" აგრძელებს პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" - განხორციელებას. ამჟამად, 2022 წლის 6-12 ივლისს ლიდერების ტრეინინგი ჩატარდა ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში. მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ახალგაზრდებს კი ამ პროცესში უმიშვნელოვანესი როლი აქვთ.

სწორედ ამიტომ, პროექტის საშუალებით, ფონდი "ლაზარე" ცდილობს ჩამოაყალიბოს მეგობრული ურთიერთობები ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის, დაეხმაროს მათ კულტურის გაცნობასა და გაზიარებაში და საფუძველი დაუდოს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს

ინიციატივას სათავე 2019 წელს დაედო და ამ ხნის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე მიეცათ ვლადიკავკაზში მცხოვრებ ოს ახალგაზრდებს საქართველოში სტუმრობის საშუალება. ტრეინინგზე კი მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ისეთ საკითხებზე როგორიცაა ფასილიტაცია, მედიაცია, ლიდერობა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია.

პროექტი "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

All for Joomla All for Webmasters