• მთავარი
  • ტრენინგი პედაგოგებისთვის - “სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა”

ტრენინგი პედაგოგებისთვის - “სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა”

ფონდმა “ლაზარემ” სამშვიდობო პროექტის ფარგლებში განახორციელა მორიგი აქტივობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის პედაგოგებისთვის თემაზე - “სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა”. ტრენინგზე მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა მშვიდობა და მშვიდობის მშენებლობა, ტოლერანტობა და მიმღებლობა, კონფლიქტის მართვა, საკლასო და სასკოლო გარემოში სამშვიდობო განათლების დანერგვა არაფორმალური განათლების მეთოდების საშუალებით.

პედაგოგებმა განივითარეს პრაქტიკული უნარები სხვადასხვა აქტივობის საშუალებით და გადაეცათ შესაბამისი რესურსები სკოლაში აქტივობების დამოუკიდებლად ჩასატარებლად.

დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ პროექტის - “ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელო “სამშვიდობო განათლების თვითმასწავლებელი ზოგადი განათლების სპეციალისტებისთვის”.

ტრეინინგი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამის ნაწილია, რომელიც ტრეინგების ციკლს მოიცავს. პირველ ეტაპზე, პედაგოგებმა უკვე მიიღეს ცოდნა ციფრული უნარებისა და მექანიზმების გამოსაყენებლად სასწავლო პროცესში.

ასევე, დაგეგმილია ტრეინინგი სამშვიდობო ინიციატივების შექმნასა და განვითარებაში, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლები თავად მოამზადებენ მცირე ინიციატივებს/საპროექტო განაცხადებს და მათი განხორციელების საშუალება ექნებათ ფონდ “ლაზარეს” ფინანსური მხარდაჭერით.

All for Joomla All for Webmasters