• მთავარი
  • სიახლეები
  • საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ ცენტრალიზებული მართვის სისტემაზე გადავიდა

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ ცენტრალიზებული მართვის სისტემაზე გადავიდა

გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეში“ განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილების შესახებ. 2023 წლის გაზაფხულიდან, ფონდი ცენტრალიზებული მართვის სისტემაზე გადადის, რომლის მმართველობის ქვეშ გაერთიანდა სამი საგანმანათლებლო დაწესებულება: ახალი პროფესიული კოლეჯი, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი „ფერმერთა სკოლა” და საერთაშორისო სკოლა „საქართველო.“         

თავის დროზე, აღნიშნული ორგანიზაციების ჩამოყალიბებას ფონდ „ლაზარეს” პროექტებმა ჩაუყარა საფუძველი, რომელთა მიზანი პროფესიული უნარების გაძლიერება, უფასო სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა იყო. სასწავლებლების დაფუძნებამ კი ხელი შეუწყო წარმატებული შედეგების მდგრადობის შენარჩუნებას. 

აღნიშნული სტრუქტურული ცვლილება მიზნად ისახავს გააძლიეროს ახალი პროფესიული კოლეჯის, „ფერმერთა სკოლისა” და საერთაშორისო სკოლა „საქართველოს“ შესაძლებლობები, დაეხმაროს სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, საქმიანობის გავრცობასა და განვითარებაში. 

სასწავლებლები რჩება დამოუკიდებელ ერთეულებად, რომელთაც საკუთარი მართვის სისტემა აქვთ, თუმცა ანგარიშვალდებულნი არიან ფონდ „ლაზარესთან,” როგორც მმართველი ორგანოსთან და აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინსტიტუციონალური მხარდაჭერა.

პროფესიული განათლების ხელშეწყობის პარალელურად, „ლაზარე“ თავის მხრივ აგრძელებს მუშაობას ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტებზე, რომელიც მშვიდობას და სამოქალაქო ინტეგრაციას ემსახურება.

01010

 

 

All for Joomla All for Webmasters