საგრანტო კონკურსი პედაგოგებისთვის

საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ პროექტის - „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ - ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს პედაგოგებისთვის მცირემასშტაბიანი ინიციატივების განსახორციელებლად. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას რეგიონში ქართველი და ოსი ახალგაზრდების დამეგობრების საშუალებით. პროექტის ფარგლებში, იმართება სხვადასხვა სამშვიდობო აქტივობა, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულია ახალგაზრდებზე, ხოლო განსაკუთრებული აქცენტი აქვს განათლებაზე.
საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ზოგადი განათლების საფეხურზე სამშვიდობო განათლების დანერგვას, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინიციატივების გამოჩენისა და რეალიზაციის პროცესს, ახალგაზრდების ჩართულობას სამშვიდობო და სამოქალაქო პროცესებში, მათ აქტიურობასა და გაძლიერებას. 
 
კონკურსის პრიორიტეტული საკითხებია (თუმცა არაა შეზღუდული):
მშვიდობის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ხელშეწყობა;
კონფლიქტის მენეჯმენტისა და ტრანსფორმაციის მხარდაჭერა;
ეთნიკურ უმცირესობებსა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე ფოკუსირებული ინიციატივები;
სამშვიდობო ინიციატივების გაძლიერება და მხარდაჭერა კოვიდ-19-ის პირობებში;
მედია წიგნიერება და ყალბ ინფორმაციასთან (ე.წ. ფეიქ-ნიუსი) ბრძოლა.
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებულ საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერი პროფილის პედაგოგებს, როგორც ინდივიდუალურად ასევე, როგორც ჯგუფს (არა უმეტეს სამი პედაგოგისა).  პროექტი უნდა განხორციელდეს საჯარო სკოლაში, ან იმ ადგილობრივ სათემო დონეზე, სადაც განმცხადებელი/განმცხადებლები ახორციელებენ საქმიანობას.
 
კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
1. სამშვიდობო მცირე ინიციატივის ფორმის შევსება;
3. საუკეთესო იდეების გადარჩევა;
4. ინტერვიუ საუკეთესო იდეების ავტორებთან;
5. გამარჯვებული პროექტების შერჩევა და დაფინანსება.
საპროექტო ფონდი არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს. სულ დაფინანსდება ოთხი მიკრო პროექტი.
 
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ შეავსოთ საპროექტო განაცხადის ფორმა 2021 წლის 20 სექტემბრამდე: https://forms.gle/E96NEA957vPPy5Aa7
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;
 
პროექტის ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
All for Joomla All for Webmasters