ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“, ტრადიციულად, წელსაც უმასპინძლა ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას, რომელიც ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში 12–18 ივლისს გაიმართა. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოქალაქე 32–მა ეთნიკურად ქართველმა, სომეხმა, აზერბაიჯანელმა და აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდამ. ჩატარდა ტრენინგები, სემინარები, ენის გაკვეთილები, სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობები.

 ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა ღონისძიება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მშვიდობიანი თანაცხოვრების მოტივაციისა და უნარების განვითარებისკენ არის მიმართული.  აქტივობა ჯადაცვის სამინისტოს მიერ დადგენილი ყველა რეგულაციისა და სიფრთხილის ზომების დაცვით ჩატარდა.

ახალგაზრდული გაცვლები ჩვენი პროექტის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელმაც, მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობისა, წელსაც მონაწილეებიცა და ორგანიზატორებიც დადებითი და დაუვიწყარი ემოციებით აავსო.

ფონდმა ,,ლაზარემ“ ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართულობით, კიდევ ერთი მოკრძალებული ნაბიჯი გადადგა რეგიონში მშვიდობის განმტკიცების პროცესში.

w2    w3

w5   w7

w6  w4

w8  w9

w11  w12

All for Joomla All for Webmasters