ტრენინგი -,, სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა“

საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის - “ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი - "სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა", რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის ილია მართლის სახელობი სკოლის, წმ. ნინოს სახელობის სკოლისა და თამარ მეფის გიმნაზიის 15-მა პედაგოგმა. ტრენინგზე განხილული იყო სკოლაში მშვიდობის კულტურის დამკვიდრებასა და სამშვიდობო განათლების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები.

ტრენინგი პროექტის - "ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში" - ახალი კომპონენტის ნაწილია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამშვიდობო განათლების, როგორც ინტერდისციპლინარული მიდგომის დანერგვას.აღნიშნული აქტივობის შემდგომაც გაიმართება მეორე სატრენინგო კომპონენტი, ხოლო შემდეგ კი - მასწავლებლების მხარდაჭერა თავად დაგეგმონ და განახორციელონ სამშვიდობო ინიციატივები საკუთარ კლასსა თუ სკოლებში. ტრენინგის მონაწილეებს (მათ შორის ტრენერებს, თანამშრომლებსა თუ დამხმარე პერსონალს) სივრცეში შემოსვლამდე 48 სათით ადრე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. ასევე, დაცული იყო ახალი კორონავირუსით ინფიცირების საპრევენციოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

ქ80    ქ79

ქ77   ქ78

 

All for Joomla All for Webmasters