განხორციელდა სამშვიდობო პროექტის მეორე ფაზა

2020 წლის 16-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა “ლაზარემ” განახორციელა სამშვიდობო პროექტის მეორე ფაზა სახელწოდებით: „ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა,“ რომელიც ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის (საზაფხულო ბანაკი) მონაწილე 33 ქართველ და საქართველოში მცხოვრებ ოს ახალგაზრდას აერთიანებდა. 

პროექტში მონაწილეთათვის 10 დღიანი პროგრამა დატვირთული იყო შემეცნებითი, კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით.

ახალგაზრდები არაფორმალური განათლების ფორმებზე დაფუძნებულ სხვადასხვა თამაშებით და აქტივობებით (ჯგუფური მუშაობა, სიმულაციები, ინტერაქტიული დისკუსიები, ფორუმის თეატრის მეთოდოლოგია, პრაქტიკული სავარჯიშოები და სხვ.) სწავლობდნენ კონფლიქტებისა და სტერეოტიპების გადალახვის გზებს.
სამშვიდობო ბანაკის ყოველდღიური ცხოვრება საინტერესო იყო იმ კუთხითაც, რომ ყოველდღიური თემატური საღამოებისთვის, პროექტში მიწვეული ანსამბლ ,,რუსთავის“ სოლისტი და პედაგოგი ფრიდონ სულაბერიძე (უმცროსი), ახალგაზრდების დიდი სურვილიდან გამომდინარე, მართავდა ცეკვის გაკვეთილებს; ერთობლივად დაიდგა ცეკვა და შეიქმნა კლიპი, რომელიც ნათლად გამოხატავს მონაწილეების მეგობრულ ურთიერთობებს.

პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა ღონისძიება ეთნიკურ ჯგუფებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მოტივაციისა და უნარების განვითარებისკენ არის მიმართული, რომლებსაც ლიდერობასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაში სპეციალური პროგრამით მომზადებულმა ახალგაზრდებმა უხელმძღვანელეს.

,,-დღეს ჩვენ ვართ ბედნიერები, მეგობრულები, მხიარული თავგადასავლებითა და ემოციებით სავსე და გვინდა მომავალშიც ასე გაგრძელდეს!“- აღნიშნეს მონაწილეებმა დამშვიდობებისას.

ფონდი „ლაზარე“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უშუალო მხარდაჭერით უკვე 10 წელია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წარმატებით ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში,“ რომელიც ემსახურება ქართველი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდების ერთმანთთან დაახლოება–დამეგობრებას.

„ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ წარმოადგენს პროექტის მეორე ფაზას, რომელიც 2019 წელს დაიწყო და დღემდე საქართველოს საპატრიარქოს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

გასულ წელს, საზაფხულო ბანაკს ჩრდილოეთ ოსეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 50 მონაწილე სტუმრობდა, წელს, კი – ახალი კორონავირუსის შედეგად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ნეკრესის ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) მხარდაჭერით, პროექტში მონაწილეობა მიიღო საქართველოში, კერძოდ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში მცხოვრებმა ოსმა ახალგაზრდებმა.

პროექტის მიმდინარეობისას დაცული იყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია.

      კა20                    კა27

      კა24                    კა26

    კა28                   კა23                                                            

    კა25                  კა22

        

                                                                                       

All for Joomla All for Webmasters